17 ოქტომბრის სხდომის შედეგები

17 ოქტომბერი 2008

  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17 ოქტომბრის სხდომაზე შუალედური არჩევნებისათვის  მაჟორიტარული  ბიულეტენების  ტექსტები   დაამტკიცა.

ცესკომ შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გაატარა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები: „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი”, კავშირი „სრულიად საქართველოს საერო დარბაზი” 

ამავე სხდომაზე კომისიამ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერთიფიცირების ტესტები, წესი, ვადა და სამდივნოს შემადგენლობა დაამტკიცა.

    სერტიფიცირების მსურველთათვის საბუთების მიღება იწარმოებს ცენტრალურ და შესაბამის საარჩევნო კომისიებში 10 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით.