საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სიახლეები ყველა სიახლე

  • 30 ივნისს, 17:00 საათზე ცესკოში სხდომა გაიმართება

    30 ივნისს, 17:00 საათზე ცესკოში სხდომა გაიმართება

    29 ივნისი, 2016

     

    პროექტი

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №42 სხდომის დღის წესრიგი

     

    1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

    2. განკარგულებასაქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) რეგისტრაციის თაობაზე

    3. განკარგულებასაქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად ა.(ა).ი.პ. „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია” რეგისტრაციის…

    სრულად
  • ცესკოს განცხადება ამომრჩეველთა მონაცემების დადგენის თაობაზე

    ცესკოს განცხადება ამომრჩეველთა მონაცემების დადგენის თაობაზე

    27 ივნისი, 2016

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ამომრჩევლებმა მიმართეს კითხვით და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირები საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, კარდაკარ შემოვლით ახდენენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას.

    განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ეტაპზე მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას.

    აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ კენჭისყრის დღემდე (8 ოქტომბერი) ერთი თვით ადრე; რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან…

    სრულად
  • ღია კარის დღე ცესკოში

    ღია კარის დღე ცესკოში

    24 ივნისი, 2016

    ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს სტუდენტებს შეხვდა. მან ახალგაზრდებთან საქართველოს არჩევნების ისტორიაზე, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების თავისებურებებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე, აგრეთვე საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

    ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდგომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ცესკოში განთავსებული ისტორიული ფოტო გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც ქვეყნის საარჩევნო ისტორიას ასახავს. „არჩევნები - ერის შემოქმედი“ მუდმივმოქმედი გამოფენაა, სადაც საქართველოს საარჩევნო…

    სრულად
  • შეხვედრა საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებთან

    შეხვედრა საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებთან

    24 ივნისი, 2016

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შეხვედრის მონაწილეებთან ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ღონისძიებები განიხილა.

    შეხვედრაზე ასევე გაიმართა პრეზენტაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის უკვე განხორციელებული და 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ყველა ვიდეო-რგოლი ითარგმნება ჟესტურ ენაზე და თითოეულ საუბნო საარჩევნო კომისიაში განთავსდება კენჭისყრის დღის პროცედურების…

    სრულად

სიახლე